„ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან

„ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან

გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 26 ივნისს წარდგება. ბოლო დროის განმავლობაში ეს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამე ვიზიტია.

ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გახარიას გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესწრებიან და კითხვებსაც დასვამენ.

გასულ თვეში პრემიერი პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 27 მაისს გიორგი გახარიამ კოვიდ-ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კისაკანონმდებლო ორგანოს ინტერპელაციის წესის ფარგლებში ეწვია.