რამდენიმე ბიზნესსექტორი დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მალე ამუშავდება, როგორც კი დაკეტილი ბიზნესსექტორი ამუშავდება, მერე დარჩება ქორწილები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ POSTVის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ქორწილებში ადამიანების რაოდენობის გაზრდაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ვიცი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელოდება ამას და უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, რაოდენობა გაიზრდება. შევჯერდებით რამდენ ადამიანამდე გაიზრდება ქორწილებში სტუმრების რაოდენობა, მაგრამ 100 კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება. თუ მოვდუნდებით, მერე ვეღარ გავაჩერებთ და ამიტომ ჯობია თადარიგი დავიჭიროთ“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.