გიორგი ვოლსკი: რურუას რატომ აქვს რიტორიკა შეცვლილი ვერ გეტყვით

გიორგი ვოლსკი: რურუას რატომ აქვს რიტორიკა შეცვლილი ვერ გეტყვით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი რურუას განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ შეცვალა პოზიცია „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ.

„რურუას რატომ აქვს რიტორიკა შეცვლილი ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ რურუა გარეთ, რურუა პოლიტიკური ლიდერი, როგორც თვითონ ასახელებენ და ოპოზიციური მედიამფლობელი არ აწყობს დღევანდელ ოპოზიციას. ურჩევნიათ ის იყოს იქ, სადაც არის და მუდმივად ილაპარაკონ ამ ერთ „პოლიტიკურ პატიმრობაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მანამდე გიორგი რურუამ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა და თანამოაზრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.