ფასილიტატორი ელჩების მერე, ოპოზიციას საკუთარმა ლიდერმა მიმართა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მოწოდებით

ფასილიტატორი ელჩების მერე, ოპოზიციას საკუთარმა ლიდერმა მიმართა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მოწოდებით

ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ,-  ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა და ასევე საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.

„მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, - წერს რურუა.

 

Katana . ე.ი. რურუა ბევრად უფრო რაციონალურად აზროვნებს, ვიდრე ესენი... მაგრამ ოპოზიციას ხომ იმიტომ არ აუხირებია რურუას გათავისუფლება, რომ მისი დარდი აქვს! - ოპოზიციას აქვს იდეა-ფიქსი, დაანახოს ამომრჩეველს, რომ ყველანაირად დაჯაბნა ხელისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო ბერკეტი "ოცნებას" უპყრია ხელთ, ვერაფერი დააკლო ნაცებს, ვერც სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ჩამოიშორა, ვერც "მეორე მთავარი პოლიტიკური ძალის" სტატუსიდან ჩამოაქვეითა, ვერც საარჩევნო კანონში გაიტანა თავისი, კრიმინალებიც გასათავისუფლებელი გაუხდა... ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ ამომრჩეველმა უნდა იფიქროს: რატომ დავუჭირო მხარი ოპოზიციისაგან დაჩმორებულ ხელისუფლებას, როცა აგერა გვყავს ძლიერი, დასავლეთისაგან მხარდაჭერილი ალტერნატივაო!
ამიტომ იყო შეცდომა უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება! - საერთოდ უნდა დაეკიდებინათ ყველა მაგათი მოსყიდული ლობისტი და თავაზიანად გაეგზავნათ იქ, სადაც აგზავნიან ხოლმე არამკითხე მოამბეებს!
4 წლის უკან