ანექსირებულ ყირიმში აღლუმზე მაყურებლები ტანკის დაჯახებას გადაურჩნენ

ანექსირებულ ყირიმში აღლუმზე მაყურებლები ტანკის დაჯახებას გადაურჩნენ

ანექსირებულ ყირიმში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე ტანკი Т-34 კინაღამ მაყურებლებს დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთმა Telegram-არხმა გაავრცელა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა საბრძოლო მანქანამ მოხვევა ვერ შეძლო და მაყურებლების მიმართულებით წავიდა. ტანკის გაჩერება ადგილზე მისულმა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 75 წლის წინ გამოშვებულ ტანკს რესტავრაცია სპეციალურად აღლუმისთვის ჩაუტარდა.