ჯასტინ ბიბერი ბევერლი ჰილზში მოტოციკლით სეირნობს: ვარსკვლავმა საკუთარი კოლექციის მაისური მოირგო

ჯასტინ ბიბერი ბევერლი ჰილზში მოტოციკლით სეირნობს: ვარსკვლავმა საკუთარი კოლექციის მაისური მოირგო

26 წლის კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში შენიშნეს.

როგორც იცით, შემსრულებელი მეუღლესთან, 23 წლის მოდელ ჰეილი ბოლდვინთან ერთად ბევერლი ჰილზში არსებულ სახლში იმყოფება, თუმცა ამჯერად მომღერალმა განმარტოვება და მოტოციკლით სეირნობა გადაწყვიტა.

შემსრულებელმა სპორტული სტილი მოირგო, მას ჯინსის შარვალი, თეთრი ფეხსაცმელი და Drew-ის მაისური ეცვა საკუთარი კოლექციიდან.