ბარსელონის ოპერის თეატრი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ გაიხსნა და პირველ კონცერტს მსმენელების ნაცვლად ქოთნის ყვავილები დაესწრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.
კვარტეტ UceLi-ის მიერ შესრულებულ ჯაკომო პუჩინის „ქრიზანთემებს“ 2 292 ქოთნის ყვავილი „ესწრებოდა“. გარდა ამისა, კონცერტის მოსმენა ონლაინ-რეჟიმშიც იყო შესაძლებელი.
„კორონავირუსის პანდემიის დროს ჩემთვის შთაგონების წყაროდ ბუნება იქცა. ჩიტები უფრო მეტს გალობდნენ, ჩემს ბაღში ყვავილები უფრო სწრაფად გაიზარდა. მინდოდა, ადამიანებსა და ბუნებას შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დამემყარებინა“, - აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი ესპანელი ხელოვანი ეუხენიო ამპუდია.
მისივე თქმით, კონცერტის შემდეგ ყვავილები კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს გადაეცემა.