ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი გაახმოვანებს მთავარ პერსონაჟ ჯონ პაფს ახალ ანიმაციურ სერიალში Pუფფინს, რომელიც იტალიურმა კომპანია Iervolino Entertainment-მა გადაიღო. ინფორმაციას variety ავრცელებს.
მულტსერიალი 250-ი 5-წუთიანი ეპიზოდისგან შედგება. სიუჟეტში ფრინველების თავგადასავალია აღწერილი, რომლებიც ზღვის ლომ ოტოს ემსახურებიან. სერიალის მთავარი თემებია გენდერული და რასობრივი პრობლემები და გარემოს დაცვა.
მულტსერიალის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია.