დავით თევზაძე გიორგი რურუაზე:  მიკვირს უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას

დავით თევზაძე გიორგი რურუაზე:  მიკვირს უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას

მიკვირს უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას? - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და  ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძეის წერილს აზიარებს, რომელიც თარგამაძემ ყოფილ გენპროკურორ ჯამლეტ ბაბილაშვილს მისწერა და რომელსაც  გიორგი რურუას მიერ ჩადენილ დანაშაულებების, კონკრეტული საქმეების ჩამონათვალი ახლავს.

თევზაძის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამდენიმე, მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ჰყავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს დანაშაული გამჟღავნდება.

,,რამდენადაც ვიცი, აქ ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამოდენიმე... მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ყავს და, იმედია, გამჟღავნდება ისიც,  ხოლო როდესაც გამჟღავნდება, შერცხვება მგონია ბევრს. მიკვირს უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას? ანდა საქართველოში აკრედიტებული ელჩებს რატომ უღირთ თავიანთი ქვეყნების რეპუტაციით თამაში ქართველი მოსახლეობის წინაშე? ბუნებრივია, ეხება იმ ელჩებს, რომლებსაც ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში მიუძღვით წვლილი”,- წერს დავით თევზაძე

Aburjga Tasmanieli რა გიკვირთ ბატონო დავით, რა?! თუ ისე ჰიპერბოლისათვის იხმარეთ ეს სიტყვა?! ამ პოლიტიკოსებს ქვეცნობირად ყველას შურთ რურუასი იმიტომ, რომ ვაჟკაცობის ქრონიკული დეფიციტი აქვთ და რურუაში ხედავენ რომანტიულ ახალ " სისონა დარჩიას", უშიშარს და უდრეკს! რაც შეეხება უცხო ქვეყნის ელჩებს ესენი არიან ინდაურები, ბატები, ქათმები და მაგათთვის ყველაფერი ის რაც ჩვენთვის სამარცხვინოა, მოსულა, მაგათთვის მოსულა, მისაღებია! ნახეთ ამერიკაში ადამიანები როგორ იქცევიან, რას კადრულობენ?! თანაც გამოვლინდა, რომ სასტიკი უვიცები არიან, თავიანთი ქვეყნის ისტორიის ინჩი-ბინჩი არ გაეგებათ, მაგათზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, დეგრადირებული არიან ბოლომდე, ფული და ჩიპსები (წიწაკიანი, უწიწაკო, მარილიანი, კიბორჩხალას ჩხირები და ბოლოს, მაგათი საცივი არის "პადოშის" გამბურგერი!
4 წლის უკან
თუთაშხა 100%-იანია!
4 წლის უკან