აკაკი ბობოხიძე: „ქართული ოცნება“ მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს და თან გაიძახის, ვცურავო

აკაკი ბობოხიძე: „ქართული ოცნება“ მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს და თან გაიძახის, ვცურავო

„ქართული ოცნება“ მე მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს და უბრალოდ მიყვება მდინარეს, მაგრამ თან გაიძახის, რომ ვცურავო. აი, ამ მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ბობოხიძე ასევე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც „ევროპულ საქართველოს“ მოუწოდა განმარტონ განცხადებები იმის შესახებ, რომ „ისინი ელოდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას“. ბობოხიძის თქმით, მმართველ გუნდს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს.

მისივე განცხადებით, ისინი სხდომას დაესწრებიან თუ „ქართულ ოცნებას“ საკითხის გასატანად ხმები არ ეყოფა, ამისთვის კი „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება უნდა შეასრულოს.

„ქართულ ოცნებას“ წაკითხულისგან შინაარსის გამოტანა რომ უჭირს, ახალი არ არის. მე მინდა დავანახო ადამიანებს, რომ „ოცნებას“ სხვა გზა, გარდა ამ საკითხის მიღებისა არ აქვს და ეს არ არის მათი გადაწყეტილება, ანუ მათი პოზირება, რომ ჩვენ ეს გაგვაქვს ეს არის მხოლოდ იძულება იმ ადამიანის, რომელსაც სხვა გზა არ აქვს დარჩენილი და არა მათი კეთილი ნება. „ქართული ოცნება“ მე მაგონებს კაცს, რომელიც ძალიან ადიდებულ მდინარეს მიაქვს და რომელიც გაიძახის ვცურავო. „ქართულ ოცნებას“ შანსიც არ დარჩა, რომ ეს საკითხი ჩააგდოს, რომც ჩააგდოს ამ საკითხის გატანას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 28 წევრი, შეთანხმების დაცვის ფასად უზრუნველყოფს. სხდომას რა თქმა უნდა, დავესწრებით თუ „ქართული ოცნებას“ ხმები არ ყოფნის საკითხის გასატანად, ოღონდ ამისთვის უნდა შესრულდეს პირობა და „ქართულმა ოცნებამ“ ან უნდა შეასრულოს პირობა და ამით უზრუნველყოს საკითხის გატანა ან დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყოს საკითხის გატანა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

Aburjga Tasmanieli ხომ არ იცით ამან სკოლა დაამთავრა თუ ფზუ?!
4 წლის უკან