მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას ლავროვის ციტატით პასუხობს: „ამ შემთხვევაში, ეს უფრო მართებულია: თქვენ ავად ხართ, გოგონებო“

მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას ლავროვის ციტატით პასუხობს: „ამ შემთხვევაში, ეს უფრო მართებულია: თქვენ ავად ხართ, გოგონებო“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით ნათქვამ სიტყვებს სერგეი ლავროვის სიტყვების ციტირებით უპასუხა. „ამ შემთხვევაში, ეს უფრო მართებულია: თქვენ ავად ხართ, გოგონებო ”, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის თებერვალში სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა და მათ „ავადმყოფი გოგონები“ უწოდა.