გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეს გამოეხმაურა ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი ეხმაურება. ორგანიზაციის ტვიტერის გვერდზე აღნიშნულია, რომ გმობენ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას და ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიცვან ჟურნალისტის უსაფრთხოება - „არც ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე არ უნდა იყოს რისკის ქვეშ მათი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების გამო".
შეგახსენებთ, რომ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო ბრალდებები გიორგი გაბუნიის მკვლელობასთან რუსეთის კავშირებზე. ჩეჩენმა ლიდერმა კი აღნიშნულ ფაქტს აბსურდული უწოდა, ტელეგრამზე კი პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გაბუნია მუხლებზე უნდა დადგეს და პატიება ითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი მისი ქვეყნის მტრად იქნებოქდა აღქმული.