"ტვ პირველის" მთავარი პეროდისერი ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.
მელაძემ სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურის შენობასთან "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე ახალი სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროება დააანონსა.
"ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი, არის თუ არა ვასამბეკ ბოკოვი ის ადამიანი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, რადგან მისი ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან რამდენჯერმე ნახა ჩანაწერი, რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს და ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ის მისი ძმა არ ყოფილა"- თქვა მელაძემ.
"ნოდარ მალაძის შაბათის" ავტორმა და წამყვანმა მედიას უთხრა, ისიც რომ ის წყაროს დასახელებას არ აპირებს:
ჟურნალისტმა არც ის გამორიცხა, რომ ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში ახლა იჯდეს სხვა ადამიანი.
"შაბათს, ტვ პირველმა მოამზადა, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა, ეს ეხება გიორგი გაბუნიას საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ დიდი შრომის შედეგად, ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ"- თქვა ნოდარ მელაძემ და დასძინა, რომ სუს-ში კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით.