ჯერ „ლელოს“ ჰქონდა აქცია „ონის კასკადთან“ დაკავშირებით, მაგრამ ვიფიქრე, რომ ისინი უბრალოდ შეცდნენ. დღეს დილას ნამახვანის ჰესებთან დაკავშირებით გამართეს აქცია და თქვეს, რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევა არ მოსწონთ. პარტია, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოში რუსულ ინტერესს ატარებს, არის რუსეთუმე პარტია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა.
„ფანჩატურში რომ პარტიები სხედან, მათ შორის არიან მკვეთრად გამოხატული რუსული ორიენტაციის მქონე პარტიები, რომლებიც ამას არც მალავენ. ასევე არიან დეკლარირებულად პროდასავლური პარტიები, რომლებიც პრორუსულ საქმეს უწყობენ ხელს. მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ენერგეტიკის დარგს და ჩემი აზრით, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სტრატეგიული ინტერესი საქართველოში ისტორიულად იყო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის შეზღუდვა, რათა აქ ნაკლები იყოს გენერაცია და მეტი - ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან. საქართველოში არსებულ ყველა ხელისუფლებასთან რუსეთს ჰქონდა მცდელობები, დაემყარებინათ ისეთი ურთიერთობები, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად დიდი იმპორტი და აქ გენერაცია გაჩერებულიყო. ეს საქართველოს მუდმივად რუსეთზე დამოკიდებულს გახდიდა. ჯერ „ლელოს“ ჰქონდა აქცია „ონის კასკადთან“ დაკავშირებით, მაგრამ ვიფიქრე, რომ ისინი უბრალოდ შეცდნენ. დღეს დილას ნამახვანის ჰესებთან დაკავშირებით გამართეს აქცია და თქვეს, რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევა არ მოსწონთ. პარტია, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოში რუსულ ინტერესს ატარებს, არის რუსეთუმე პარტია“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
სასწაულია პირდაპირ, სასწაული! სასტაულლლ!
საქართველოში პირველი ელექტროსადგური ჯერ კიდევ რუსეთის მეფის განკარგულებით აშენდა, 1899 წელს, 15 იანვარს შევიდა ექსპლოატაციაში და იმუშავა 1950!!! წლამდე!
მერე ერთი ამონაწერი ვიკიპედიიდან - მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლებისრთული შინაპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა დაიწყო მუშაობა დიდი ჰესის მშენებლობისათვის. ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში, თბილისის საბჭომ, ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, რომელზეც მონაწილეობდა 4 ათასი კაცი. ... ეს მაშინ, როცა რუსეთში მხოლოდ მოსკოვსა და ლენინგრადში ბჟუტავდა ორიოდე ლამპოჩკა!
ახლა სხვა უფრო მცირე მაგრამ მნიშვნელოვან ჰესებს გამოვტოვებ და მივადგები პირდაპირ ენგურჰეს!
უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.
მე მგონი ამის შემდეგ, ამ ფაქტობრივი მასალის შემდეგ, ჩემი კომენტარები ზედმეტია! )))