გიორგი გაბუნიას საქმეზე სუსში გამოკითხვაზე ნოდარ მელაძე დაიბარეს

გიორგი გაბუნიას საქმეზე სუსში გამოკითხვაზე ნოდარ მელაძე დაიბარეს

„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მელაძე უწყებაში გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია დაკავებული.

amo აღარ გამოუშვათ!
5 წლის უკან