ლევან ბოძაშვილი:  ააწრიალეს ბრიუსელი და ვაშინგტონი, ტვიტი ტვიტზე, წერილი წერილზე, მიტინგი მიტინგზე და ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

ლევან ბოძაშვილი: ააწრიალეს ბრიუსელი და ვაშინგტონი, ტვიტი ტვიტზე, წერილი წერილზე, მიტინგი მიტინგზე და ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

ააწრიალეს ბრიუსელი და ვაშინგტონი, ტვიტი ტვიტზე, წერილი წერილზე, მიტინგი მიტინგზე და ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს – ბოძაშვილი
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მიერ საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებისთვის მხარის არდაჭერას ეხმიანება.

„მთელი წელი 2 პარტია იძახდა სრულად პროპორციული სისტემა საზოგადოების დაკვეთა არისო, ააწრიალეს ბრიუსელი და ვაშინგტონი, ტვიტი ტვიტზე, წერილი წერილზე, მიტინგი მიტინგზე და ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს” – წერს ლევან ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი მხარეებს 8 მარტის შეთანხმების დაცვისა და მესამე მოსმენით, კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.