გიგა ბოკერია: თაკო ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურაა

გიგა ბოკერია: თაკო ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატად არ განიხილება. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ასეთმა კანდიდატმა საპროტესტო ელექტორატის გაერთიანება უნდა შეძლოს.

„ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ. მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც შეკრებს საპროტესტო ელექტორატს. ანუ, არ იქნება კარგი თუ ცუდი გაგებით კონტროვერსული, თან რომელიც გამოხატავს მრავალფეროვნებას და ვწუხვარ, რომ ქალბატონი თაკო არ განიხილება“, - განაცხადა ბოკერიამ.

თაკო ჩარკვიანი კენჭს საბურთალოში იყრის. თავისი კანდიდატურა მან გაერთიანებულ ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე წარადგინა.