რატომ დუმს სააკაშვილი გაბუნიას საქმესა და ფარულ ჩანაწერზე

რატომ დუმს სააკაშვილი გაბუნიას საქმესა და ფარულ ჩანაწერზე

„მისი სტილიდან გამომდინარე, ალბათ იმ დროს ელოდება, როცა მის კომენტარს მეტი ეფექტი და გავლენა ექნება, ან ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ კომენტარის გაკეთების სურვილი დაუკარგა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის დუმილს, რომელსაც ამ დრომდე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა, შემდეგ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც განაცხადა, რომ 12 ივნისს სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ამის მიზეზად კი 2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიას მონოლოგი სახელდება, როდესაც ტელკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა.

„რა შეიძლება იყოს სააკაშვილის დუმილის მიზეზი, რთულია გამოიცნო, თუმცა, კითხვა ლოგიკურია - რატომ არ აკეთებს ამ დრომდე კომენტარს სააკაშვილი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავირებით. შეიძლება ელოდება რაღაც ინფორმაციას და მერე გააკეთოს კომენტარი, ან საერთოდ განცხადება.

„მისი სტილიდან გამომდინარე, ელოდება იმ დროს, როდესაც ამ კომენტარს მეტი ეფექტი და გავლენა ექნება, ან საერთოდაც „გაატაროს“. გამორიცხული არც ისაა, რომ ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ კორმენტარის გაკეთების სურვილი დაუკარგა და ეს იყოს მისი დუმილის მიზეზი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფრიძემ.