ბრიტანეთში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსის პანდემიისას საკუთარი დაკრძალვის დაგეგმვა დაავალეს

ბრიტანეთში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსის პანდემიისას საკუთარი დაკრძალვის დაგეგმვა დაავალეს

ბრიტანეთში, ლესტერის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ყოფნისას საკუთარი დაკრძალვის დაგეგმვა დაავალეს. ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად სპეციალური ანკეტები დაურიგეს.

კერძოდ, მოსწავლეებს ანკეტის შევსებისას უნდა ჩაეწერათ, როგორი ყვავილების ხილვა სურდათ საკუთარ საფლავზე. ასევე, რომელი მუსიკა უნდა აჟღერებულიყო დაკრძალვის ცერემონიის დროს და ვინ უნდა მოეწვიათ სტუმრებად. ანკეტაში ასევე იყო კითხვა - მათ კრემაცია სურდათ თუ დაკრძალვა.

სკოლის დავალებამ მშობლების კრიტიკა გამოიწვია. ერთ-ერთი მოსწავლის დედამ განაცხადა, რომ ეს სასტიკი დამოკიდებულებაა ბავშვების მიმართ, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიის დროს ამდენი ადამიანი კვდება. ასეთი დავალება მოსწავლის ფსიქიკას ზიანს მიაყენებს.

სკოლამ ბოდიში მოიხადა. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ანკეტის დაგზავნა შეცდომით მოხდა.