„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას კინოპრემიის ორგანიზატორები ავრცელებენ.
როგორც წესი, ცერემონია იანვრის დასაწყისში იმართება. ორგანიზატორებს განცხადებაში კორონავირუსის პანდემია არ უხსენებიათ, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ის არის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება.