რუსეთში, ქალაქ ომსკში ზაფხულის ბოლოს დაგეგმილია შეჯიბრების ჩატარება საფლავის სწრაფად გათხრაში- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ტურნირის შესახებ ინფორმაცია კი ერთ-ერთი სარიტუალო კომპანიის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ღონისძიების დეტალებისა და გეგმების, დროის განრიგის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ნოვოსიბირსკის განყოფილებამ დაადასტურა. როგორც აღნიშნულია ჩემპიონატი აგვისტოს დასაწყისში უნდა გამართულიყო ვლადივოსტოკში, თუმცა შემდეგ საიზოლაციო ღონისძიებების გამო დაიგეგმა მისი ომსკში გადატანა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ფესტივალის მთავარ მიზანს გართობა წარმოადგენს. გათხრილი საფლავების შესაფასებლად არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები- ორმოს სიგრძე უნდა აღწევდეს სიგრძეში 200 სანტიმეტრს, სიგანეში 80-ს, ხოლო სიღრმეში 160 სანტიმეტრი უნდა იყოს.აგრეთვე შეფასდება მუშაობის აკურატულობა და სიზუსტე. ჟიური შესაფასებლად ნამდვილ კუბოებს გამოიყენებს, რომელიც პირველივე ცდაზე უნდა ჩაეტიოს საფლავში.
ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები.