“ვარკვევთ წყალში დაიხრჩო თუ არა...“ - რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე

“ვარკვევთ წყალში დაიხრჩო თუ არა...“ - რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი კახა ერის­თა­ვი, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ჩა­ერ­თო, აცხა­დებს, რომ მთა­ვარ კი­თხვებს პა­სუ­ხი ახლა უკვე ქი­მი­ურ­მა და გის­ტო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ უნდა გას­ცეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ერის­თა­ვი აცხა­დებს, ის ცხედ­რის გა­მოკ­ვლე­ვას ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გუ­შინ გვი­ან სა­ღა­მომ­დე ეს­წრე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ექ­სპერ­ტი პირ­ვე­ლად შე­დე­გებ­ზე არ სა­უბ­რობს.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს ქი­მი­უ­რი კვლე­ვე­ბი, წყალ­ში და­იხ­რჩო თუ არა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე, გის­ტო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბიც. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­სუ­ხე­ბი რომ იქ­ნე­ბა, მერე ვი­სა­უბ­როთ, რად­გან შე­დე­გე­ბი მეც მე­ცო­დი­ნე­ბა. პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გებს ვერ გე­ტყვით, რად­გან მე თვი­თო­ნაც არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და ერის­თავ­მა.

ცნო­ბის­თვის, 4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში გუ­შინ იპო­ვეს. 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა.