სერგო რატიანი:  თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს იმ სცენარს, რაც იყო ნოემბერში, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამჯერადაც მთლიანად ჩაიშლება შეთანხმება

სერგო რატიანი:  თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს იმ სცენარს, რაც იყო ნოემბერში, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამჯერადაც მთლიანად ჩაიშლება შეთანხმება

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რატიანის თქმით, „თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს იმ სცენარს, რაც იყო ნოემბერში, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ „ამჯერადაც მთლიანად ჩაიშლება შეთანხმება“.

„ქართული ოცნება“ ისედაც პასუხისმგებელია იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილი დღემდე არ არის შესრულებული. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და გიორგი რურუა რჩება ციხეში. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, არ შევალთ და მეორე მოსმენას მხარს არ დავუჭერთ. იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს იმ სცენარს, რაც იყო ნოემბერში, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამჯერადაც მთლიანად ჩაიშლება შეთანხმება და ამას ექნება თავისი შედეგები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება.

Aburjga Tasmanieli წადი, წადი, დაიკარგე აქედან!
4 წლის უკან