ირაკლი სესიაშვილი:

ირაკლი სესიაშვილი: "ნაცმოძრაობამ" კვლავ გამოიჩინა რადიკალური მიდგომები და პასუხისგებლობას გაექცა - დარწმუნებული ვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენისას მხარდაჭერილი იქნება

დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მოსმენაზე საკონსტიტიციო ცვლილებები მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე მათი პასუხისმგებლობაა.

"პირველი მოსმენის შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებას", სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ფრაქციებთან ერთად, "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გარეშე ჰქონდა იმდენი ხმის მობილიზების საშუალება, რომ ცვლილებები განხორციელებულიყო. ეს კარგად დაინახა "ევროპულმა საქართველომ" და მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო პირველი მოსმენის დროს მონაწილეობა. როგორც მოველოდით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავაც გამოაჩინა თავისი რადიკალური მიდგომები და გაექცა პასუხისგებლობას. მეორე მოსმენაზეც კანონპროექტი, დარწმუნებული ვართ, რომ მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ. მე არ ვიტყვი, რომ სამწუხაროა, რომ არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს არის მათი სახე და მათი პასუხისმგებლობა,"- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება.