სამხრეთ კორეის ბუსანის პორტში შესულ რუსულ გემზე ეკიპაჟის 16 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქალაქ ბუსანის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გემი, რომელზეც სულ 21 მეზღვაური იმყოფებოდა, ქალაქ ვლადივასტოკიდან გამოვიდა და ბუსანის პორტში ორი დღის წინ შევიდა.
როგორც წყარომ CNN-ს განუცხადა, დაახლოებით 60 პირი, რომლებსაც მეზღვაურებთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინშია გადაყვანილი.