მეგან მარკლმა თავისი ცხოვრების მთავარი დანიშნულება იპოვა, ესაა რასიზმთან ბრძოლა, - ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემა მეგან მარკლის ახლობლებს ეყრდნობა.
გამოცემის ცნობით, მარკლი ამბობს რომ მისი აშშ-ში დაბრუნება საბედისწეროა, მას სურს დაკავდეს მნიშვნელოვანი საქმეებით და შეცვალოს მსოფლიო.
„მას სურს თავისი ხმა გამოიყენოს კარდინალური ცვლილებებისთვის და არ გამორიცხავს, ამისთვის პოლიტიკაში მოსვლას“, - აცხადებს მარკლის ახლობელი.
4 ივნისს Newsweek-ში გამოქვეყნდა მარკლის მიმართვა ის სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეების მიმართ, სადაც თავად სწავლობდა. ის მიმართვაში ჰყვება, როგორ გახდა 1992 წელს მასობრივი არეულობების მოწმე ლოს-ანჯელესში, როცა პოლიციელებმა აფროამერიკელი სასტიკად სცემეს.
მაშინ მარკლი 11 წლის იყო და ამ არეულობებს მოჰყვა კვამლი, იარაღი, ძარცვა და მორადიორობა. „მე გული მწყდება, რომ თქვენ ცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც იგივე ხდება“, - განაცხდა მეგანმა. ის მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა თაობა მსოფლიოს აღდგენის პროცესში უნდა ჩაერთოს.
2020 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგან მარკლი საცხოვრებლად კანადიდან აშშ-ში გადავიდნენ. ამის შესახებ შუნ-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ.
18 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.