ბიზნესმენმა ილონ მასკმა ლოს-ანჯელესში მდებარე თავისი სახლი 29 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.
გამოცემის ცნობით, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელს კიდევ 8 სახლი აქვს.
კალიფორნიაში მდებარე სახლის გაყიდვა მასკმა მაისში გადაწყვიტა. ბიზნესმენმა სახლი 2012 წელს 17 მილიონ დოლარად, ფონდ Canyon Capital-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიტჩელ ჯულისისგან შეიძინა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და ხეხილის ბაღი.
1-ელ მაისს მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას ყიდის. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Institute for Policy Studies-ის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 10 აპრილამდე ილონ მასკის ქონება 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, მასკის ქონება 39,7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.