ბრიტანელმა მომღერალმა და დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა თავისი ბიზნესის გადასარჩენად $8-მილიონიანი (6,4 მილიონი გირვანქა) სესხი აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბექჰემის ტანსაცმლის ბრენდის ზარალმა 52 მილიონი დოლარი შეადგინა, კორონავირუსის პანდემიამ კი კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენა.
შარშანდელი 15-მილიონიანი ზარალის გამო ვიქტორია ბექჰემს 8-მილიონიანი კრედიტის აღება დასჭირდა. გამოცემის წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მომღერალს მეუღლეც ეხმარება - 2019 წელს დევიდ ბექჰემმა კომპანიაში 20 მილიონი დოლარი ჩადო.
ვიქტორია ბექჰემის ბრენდი ტანსაცმელს, ჩანთებსა და მზის სათვალეებს უშვებს.