„საქართველოში დარჩენილმა ადამიანებმა გადავიტანეთ გაჭირვებაც, შიმშილიც, 90-იანი წლებიც და ახლა სამუშაო ადგილები ემიგრანტებს უნდა შევუქმნათ?“

„საქართველოში დარჩენილმა ადამიანებმა გადავიტანეთ გაჭირვებაც, შიმშილიც, 90-იანი წლებიც და ახლა სამუშაო ადგილები ემიგრანტებს უნდა შევუქმნათ?“

უცხოეთიდან ჩამოსულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვისაც სურვილი აქვს, სამშობლოში დავაბრუნოთ, თუმცა ყველაზე დიდი ამოცანაა, მათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და არსებობის პირობები შევუქმნათ.

მისივე თქმით, ახალგაზრდები უნდა გავუშვათ საზღვარგარეთ, მათ მიიღონ კარგი განათლება და, რაც შეიძლება, სწრაფად დაგვიბრუნდნენ.

რა თქმა უნდა, კარგია ქართველების დაბრუნება სამშობლოში, მაგრამ რას ვთავაზობთ ამ ადამიანებს, სად უნდა დასაქმდნენ ისინი, რომ ტვირთად არ დააწვნენ საქართველოს?

დემოგრაფი ანზორ სახვაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიგრანტების დაბრუნება პრობლემად დააწვება საქართველოს არა მარტო უცხოეთიდან ჩამოსული ემიგრანტების რაოდენობით, არამედ მათი ოჯახის წევრების რაოდენობითაც. თუკი, დავუშვათ, ასი კაცია წასული საზღვარგარეთ, საქართველოში ისინი საშუალოდ 400-500 კაცს ინახავენ. შესაბამისად, ასი კაცი რომ ჩამოვიდეს და უმუშევარი დარჩეს, საქართველოში, პრაქტიკულად, 500 კაცი რჩება შემოსავლების გარეშე.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს, დემოგრაფი არ მალავს, რომ ძალიან მკაცრია ამ თვალსაზრისით, რადგან ფიქრობს, რომ ემიგრანტები არაფრით არ არიან გამორჩეულნი. ჩვენს საზოგადოებაში არის ასეთი მოსაზრება, რომ, როცა ქვეყანას უჭირდა, მიგრანტები წავიდნენ და ზოგიერთმა მათგანმა უცხოეთში იმდენი ფული დააგროვა, შვილებს, შვილიშვილებს სახლები უყიდეს, ბიზნესები გაუხსნეს, ამ დროს კი თავად უცხოეთში მოჯამაგირეებად მუშაობდნენ.

„აქ საუბარია ისეთ მიგრანტებზე, რომლებიც უცხოეთში ლუკმა პურისთვის კი არ არიან წასულები, არამედ კარგი ცხოვრებისთვის. ეს მათი არჩევანია, მაგრამ, როცა სჭირდებათ, ისევ საქართველოს ეხვეწებიან ბილეთის ფულს. მათგან განსხვავებით, საქართველოში დარჩენილმა ადამიანებმა გადავიტანეთ გაჭირვებაც, შიმშილიც, 90-იანი წლებიც და ახლა სამუშაო ადგილები ემიგრანტებს უნდა შევუქმნათ? ასე, ყველა წავა საქართველოდან და, როცა დაბრუნება მოუნდება, სამუშაო მივცეთ? ლუკმა პურის გამო ადამიანი თუკი წავიდა საზღვარგარეთ, ან სახლი დაეწვა, ან ბანკის ვალი დაედო, ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი იყვნენ. დანარჩენები კი იყვნენ ბედის მაძიებლები, ზოგი ქურდობდა, ყაჩაღობდა უცხოეთში და ამით გაუმართლა. მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ, ვმუშაობ, ჩემი შვილისთვის არც სახლია, არც არაფერი. ამიტომ საჭიროა ემიგრანტებზე მეტად საქართველოში დარჩენილ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რადგან ემიგრანტებს თუ დანაზოგი არ აქვთ და, თუ საზღვარგარეთ არაფერი იშოვება, მაშინ რატომღა რჩებიან უცხოეთში?“ - აცხადებს დემოგრაფი.

მისივე თქმით, საქართველოში დარჩენილ მოსახლეობაშიც რეალურად ძალიან ცოტას თუ უჭირს და, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, ანუ ხალხის ნაწილი წუწუნებს, თითქოს გაჭირვებულია, მაგრამ ამას დიფერენცირებული მიდგომა სჭირდება, თუ ვინ არის რეალურად გაჭირვებული.

„სტატისტიკურად უნდა ვნახოთ, რამდენი შინამეურნეობა, ანუ ოჯახია და რამდენია ინდმეწარმე, ბიზნესმენი. ერთი ადამიანი რომ არის ოჯახიდან ბიზნესში დასაქმებული, ის 4-5 ადამიანს ინახავს. რომელ დიდ გაჭირვებაზეა საუბარი, როცა ქუჩაში ამდენი მანქანაა, თითქმის ყველას ჰყავს მანქანა, რესტორნებში ადგილს ვერ ნახავთ. ძალიან გაჭირვებული ჩვენი მოსახლეობის 5-10% თუ იქნება, დანარჩენები არიან გაჭირვებულებს მიტმასნილები“.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას განმარტებით, კორონავირუსმა აჩვენა, რომ ურთულესი სიტუაციაა ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც ჩვენები წავიდნენ სამუშაოდ. ასე რომ, იქ თუ მდგომარეობა გართულდა, ყველა ჩამოვა საქართველოში. მართალია, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, პირველ რიგში, უნდა ადამიანს. შესაბამისად, ადამიანი იქ ჩავა, სადაც ფიზიკურად უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.

„საქართველოში უამრავი ემიგრანტი დაბრუნდა, რომელიც, მე მგონი, არც აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. თუ მეორე ტალღის პირობებში საქართველომ კიდევ ეფექტურად წარმართა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, რა თქმა უნდა, ემიგრანტები კიდევ დაბრუნდებიან საქართველოში. დაბრუნებიან არა იმიტომ, რომ მათ კარგი ცხოვრება ელოდებათ საქართველოში, არამედ დაბრუნდებიან იმიტომ, რომ მათ ელოდებათ ფიზიკური გადარჩენა. ეს ცოტა ორმაგი სტანდარტია, თუმცა სად დავასაქმებთ ჩვენს ემიგრანტებს, ეს რთული საკითხია. ვინც დასაქმებულია საქართველოში, მათაც კი განახევრებული ხელფასები აქვთ. ამიტომ ემიგრანტების დაბრუნება მათი მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის ტვირთი იქნება. მიგრანტები დაბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ აქ თვითგადარჩენის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე უცხოეთის ქვეყნებში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.

 

 

Maverick დემოგრაფ ანზორ სახვაძეს!
დემოგრაფი კი არა ლაყე კვერცხი ხარ და ყარხარ!
კარგმა ცხოვრებამ კი არა, ხელისუფლებაში შენნაირმა დემაგოგებმა და გახრწნილმა პოლიტიკოსებმა გვაიძულეს საზღვარგარეთ მშობლების, შთამომავლობის, ოჯახების გადასარჩენად წასვლა!
ჩამოეთრიე აქ, ჩვენსავით დილის 5 საათიდან განუსაზღვრელი დროით იმუშავე ყოველდღიურად, სამშობლოში დარჩენილ 10-12 ოჯახის წევრს, სანათესაოს, უფრო მეტ სამეზობლოს, სამეგობროს დახმარების ხელი გაუწოდე, საკუთარი თავი, სურვილები და მოთხოვნილებები შეზღუდე, მერე ვნახავ როგორ აჭიკჭიკდები!
ბოდიში მოიხადე და არ გაბედო მასეთი დემაგოგობით ემიგრანტებზე საუბარი!
4 წლის უკან
Katana . ნამდვილად მახსოვს, რომ კომენტარი დავდევი. მაგრამ აღარ დევს. ორი ვარიანტია: ან შეცდომით სხვა თემაში დავდევი (არადა, ვეძებე, მაგრამ ამაოდ!), ან წამიშალეს...
ახლა ხელახლა დავდებ (დაკოპირებული მქონდა) და შევამოწმებ:

Maverick, გეხსომება კახა ბენდუქიძე: სახელმწიფო არ არის ვალდებული, სამუშაო ადგილები შექმნას და არჩინოს ოჯახებიო! - წავიდეს ოჯახიდან თითო წევრი უცხოეთში და არჩინოს თავისი ოჯახიო!..
ოღონდ, ის არ დაუმატებია: ხოლო ჩვენ - სააკაშვილის სანათესაო (ვთქვათ, დედა!) და ნაცკლასტერი - ათობით მილიონებად ღირებულ სახელმწიფო ქონებას (უნივერსიტეტებს, მიწებს, შენობა-ნაგებობებს) ჩალის ფასად, ან 1 ლარად ჩავიგდებთ ხელში და ვიგრიალებთო!

...მართალი გითხრა, მე დაბრუნებას ვაპირებდი საშემოდგომოდ, მაგრამ ახლა შევფიქრიანდი: მერე როგორ შევხედო თვალებში დემოგრაფ ანზორ სახვაძეს?!
აბა, რა ნამუსით უნდა დავბრუნდეთ, როცა ჩვენი დაბრუნებით ამდენი ადამიანი ზარალდება თურმე?!.
ამიტომ სულის ამოხდომამდე აქ უნდა ვიყოთ და ვიმუშაოთ, ხოლო საქართველოს თურქები, სპარსელები, არაბები, "აფრო-ქართველები" მიხედავენ!
ხოლო ბატონი დემოგრაფი წლის ბოლოს ბალანსს გამოიყვანს, რამდენ ხანში იქცევიან ქართველები ეთნიკურ უმცირესობად საკუთარ სამშობლოში.
4 წლის უკან
Maverick კატანა, კომენტარი მოგწერე და გაქრა, გონივრული ეჭვი მაქვს "მძინარემ" დავპოსტე.
4 წლის უკან
Maverick კატანა!

ეს დემოგრაფი კი არა პროვოკატორია, თანაც ბოღმიანი, შვილებს ვერ გამოადგა და ემიგრანტების მოგვადგა.

დემოგრაფობით გრანტებს ანუ "მუქთას" არ აძლევენ, ვერ ქაფავს.

ქართველი დემოგრაფი "მოძღვარი" არც სოროსი ბაბუას, არც "თავისუფლების" ინსტიტუტ პროსტიტუტკებს, არც დასავლეთს არაფერში არ ჭირდება, ესეც ალბათ ჩვენი ბრალია...

ფიზიკური შრომა არ შეუძლია, ან არ სურს, ზეციდან კი ხელი თუ არ გაანძრია არავინ შველის და ამასობაში ცხოვრებამაც ჩაიარა...

უსინდისო ვიყო თუ არ მეცოდებოდეს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, რადგან მთავარია ჭეშმარიტება!
4 წლის უკან
Katana . Maverick, ან რაღაც ეშმაკისეულის უჩინარი ხელი აქრობს კომენტარებს ამ თემიდან, ან მეორე ვარიანტია: ეტყობა, ჩემი კომენტარებით დისკომფორტს ვუქმნი რედაქციას...
კარგი, ბატონო!.. ვეცდები, უფრო იშვიათად შევაწუხო...

(ისე, საიტის ხელმძღვანელობაც ხომ შედის სხვა საიტებზე და ხედავს სადმე, რომ ასე განუწყვეტლივ, ასე ნერვების მომშლელად მოსაგერიებელი იყოს რეკლამები?!. რა უბედურებაა ეს, რა ვერ იშოვეს ერთი ნორმალური ვებმასტერი?!.)
4 წლის უკან
DDDzia Katana. Maverick
თქვენი კომენტარები "რუსული რბილი ძალის" შედეგია და რუსულ წისქვილზე ასხავს ღვარს.
ამიტომაც წაგიშალათ რედაქციამ.
აბა რა გეგონათ "რუსული პროპაგანდისტობა" ისე ჩაივლის?
ასე თუ წავიდა საქმე, ხვალ მწვანე კაცუნების შემოყვანას მოინდომებთ ჩვენ ქვეყანაში და მერე რა ქნას რედაქციამ?
ის ხომ ირიბად იქნება დამნაშავე ქართული საქმის და მთლიანად ქვეყნის დაღუპვაში?
4 წლის უკან
Katana . ბოდიში!.. მეტს აღარ ვიზამ.
4 წლის უკან
Katana . ბოდიში!.. მეტს აღარ ვიზამ.
4 წლის უკან