„ბეჭდების მბრძანებელში“ ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

„ბეჭდების მბრძანებელში“ ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი, იან ჰოლმი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.

88 წლის Bafta-ს პრიზიორი პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული ავადმყოფობით დღეს გარდაიცვალა.

იან ჰოლმმა ყველასთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი ბილბო ბეგინსი „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის 2 ფილმში გააცოცხლა.

იანს „ბეჭდების მბრძანებლის“ გარდა მრავალ საკულტო ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ესენია: „ცეცხლოვანი ეტლები“, რიდლი სკოტის „უცხო“, ლუკ ბესონის „მეხუთე ელემენტი“ და სხვა.

სოციალურ ქსელებში მის გარდაცვალებას ბევრი ცნობილი ადამიანი დიდი სინანულით გამოეხმაურა.