ამერიკულმა ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ „ესკიმოს“ სახელწოდება ხმარებიდან ამოიღო

ამერიკულმა ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ „ესკიმოს“ სახელწოდება ხმარებიდან ამოიღო

ამერიკულმა Dreyer's-მა, რომელიც შვეიცარიული Nestle-ს შვილობილი კომპანიაა, სახელწოდება „ესკომო“ ხმარებიდან ამოიღო, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.

კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ნაყინის სახელწოდება „ესკიმო“ ესკიმოსების დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა.

„ჩვენ რასობრივი თანასწორობის მომხრე ვართ და ვთვლით, რომ ეს სახელწოდება ესკომოსთა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ამიტომ, მის გამოყენებაზე უარს ვამბობთ“, - აღნიშნა Dreyer's-ის მთავარმა მარკეტოლოგმა იზაბელ მარკესმა.

„ესკიმო“ შოკოლადში ჩამოსხმული ნაყინია, რომელიც 1922 წელს კონდიტერებმა კრისტიან ნელსონმა და რასელ სტოვერმა დააპატენტეს.