ზურა დათუაშვილი: „ფანჩატურიანელების სმოლნში ახალი საჟივჟივო თემა გაჩნდა

ზურა დათუაშვილი: „ფანჩატურიანელების სმოლნში ახალი საჟივჟივო თემა გაჩნდა"

 
ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ფანჩატურიანელების სმოლნში ახალი საჟივჟივო თემა გაჩნდა - გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობა პრორუსულად მოიხსენიაო.

კაცო, თორმეტი თუ ცამეტი წლის წინ მსოფლიოს შვიდმა წამყვანმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ კიეველ-ამსტერდამელი გურუ მთლად გიჟად (თუ ნაგიჟრად) შერაცხა, მაგრამ, დასტურ მახსოვს, ამ შემადგენლობიდან წარბიც არ შეუხრია არავის.

პირიქით, მაშინ ბევრი ახლანდელი ფანჩატურიანელი ოპოზიციაში იყო და თვითონაც დიდი ხალისით აფრიალებდნენ ფსიქიატრთა დასკვნას.

გერმანიის პროკურატურას რაც შეეხება, დიდი სოლომონბრძენობა არაა საჭირო იმის საცოდინრად, რომ პროკურატურები პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს არ აკეთებენ. არაა ეს მათი კომპეტენცია და იმიტომ. და თუ სააგენტოების მიერ გავრცელებულ ტექსტში ამგვარი პასაჟი მაინც გაჩნდა, დაინტერესებული მთარგმნელ(ებ)ის საქმეა ეს. არ გაუვა ამას არც წყალი და არც "პშენიჩნი".

წინასწარი მოსაზრებით აუთენტური ტექსტის შეცვლას, მასში რაიმეს ჩამატებას, ან, პირიქით - ამოღებას, ინტერპოლაცია ჰქვია და ადამის დროიდან გავრცელებულ ხრიკს წარმოადგენს ლიტერატურასა და პოლიტიკაში. ვინც ამგვარი საქმიანობითაა დაკავებული, იმათ ინტერპოლატორები ეწოდებათ სახელად.

ჰოდა, მოდი ვნახოთ ვენახი... ვენახი რა იყო, ინტერპოლატორი.

ეჭვი მაქვს, გურუს დაკრულზე მობუქნავე სააგენტოებში შტატიანი ნანუჩა ციციშვილები მუშაობენ ტექსტის რევიზიაზე.

ნანუჩა ხომ გახსოვთ, ვინ იყო - მე-17 საუკუნის კარგად ცნობილი ლიტერატორი, რომელმაც თვით "ვეფხისტყაოსანს" შეჰბედა და მის ჭკუაზე გაკრიჭ-გამოკრიჭა. ეგონა, ვერავინ მიმიხვდებაო, მაგრამ მიუხვდნენ და მეფე არჩილმა ამგვარად მოასარბალა რუსთაველისა და თეიმურაზის ცნობილ გაბაასებაში: "ნანუჩას რუსთვლის ნათქვამში, ბევრი რამ შეურევია, საბრალოს ვერ შეუწყვია, წმინდა რამ აურევია... რუსთველი სიბრძნის ტბა არის, არცა თუ იგ მორევია"

ჰერ ციციშვილნო, ქომმენ ზი ბითთე ცუ მიჰ, კალიგრაფიაზე გიცანით-ყე!“

კ ა ხ ე ლ ი იერემიას სრულად ვეთანხმები, მაგრამ ერთი რედაქციული შესწორებით: "ფანჩატურიანელების" გამოყენებას სჯობს "ფანჩატურისტების" ხმარება! "ფანჩატურიზმი - დიდი მოვლენაა მსოფლიო ტურიზმის ისტორიაში. შალიკოს ფანჩატური ნაწყლი და ბანძი პოლიტიკოსების მოგზაურობის მექაა. :)
4 წლის უკან