ცნობილ თურქულ გამოცემა Hurriyet-ს უკრაინის პირველი ლედი მომღერალ ვერა ბრეჟნევაში აერია.
ინფორმაციას, რომელიც ელენა ზელენსკაიას კოვიდ 19-ით დაინფიცირებას ეხებოდა, შეცდომით ფილმ „რვა საუკეთესო პაემნის“ ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ფოტო დაურთეს, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი და ვერა ბრეჟნევა ცოლ-ქმარს თამაშობენ.
რედაქციამ შეცდომა მალე გამოასწორა და ფოტო შეცვალა.