101 წლის გერმანელი დეპუტატი პოლიტიკიდან წავიდა

101 წლის გერმანელი დეპუტატი პოლიტიკიდან წავიდა

101 წლის ლიზელ ჰაისემ, რომელიც გერმანიის უხუცესი დეპუტატი იყო, მანდატი დატოვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის ქალაქ კირხხაიმბოლანდენის საკრებულოს წევრი იყო. ასაკის მიუხედავად, მისი კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ყოფილმა მასწავლებელმა გასული წლის დასაწყისში გადაწყვიტა, რადგან ქალაქში რამდენიმე წლის წინ დახურული აუზის გახსნისთვის ებრძოლა. არჩევნების შემდეგ მან დეპუტატის მანდატი მიიღო.

სამწუხაროდ, ჰაისემ მიზანს ვერ მიაღწია. აუზი კვლავ დახურულია. დეპუტატს მანდატზე უარის თქმა ასაკისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოუწია. ქალაქის მოსახლეობამ მის პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოაწყო.