უკრაინის ქალაქ უჟგოროდში მცხოვრებმა წყვილმა ახალშობილ ბიჭს ზელენსკი დაარქვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მშობლებმა პატარას სახელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პატივსაცემად შეურჩიეს. მათი არჩევანის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივმა სამმართველომ რეგიონში ყველაზე პოპულარული სახელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
სხვა დეტალები პატარა ზელენსკიზე ან მის მშობლებზე ამ ეტაპზე უცნობია.