პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, სხდომაზე საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგების ასახვა მოხდება.

"იცით, რომ საზოგადოების მხრიდან რაიმე განსხვავებული მოსაზრება არ ყოფილა. შემაჯამებელი სხდომის ოქმში აისახება მოქალაქეების წარმოდგენები ამ საკითხებზე. დღესვე იქნება უმრავლესობის სხდომაც, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველაფერი შეთანხმებულია და 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს. ახლა ჯერი არის იმ ადამიანებზე ოპოზიციიდან, ვინც ღიად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რა შემთხვევაშიც, გარანტირებულად, პირველი მოსმენით ცვლილებებს კვირას და შემდეგ სამივე მოსმენით მივიღებთ", - განაცხადა მდინარაძემ.