ჩვენს ქვეყანას აქვს ამოცანა, რომ ჩატარდეს უსაფრთხო არჩევნები, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე 65-ზე მეტმა ქვეყანამ გააუქმა არჩევნები, გადადო, არ ჩაატარა, ნაწილმა ჩაატარა, მაგრამ სამწუხარო შედეგები მიიღო.
„მაგალითად საფრანგეთში, სადაც კენჭისყრის დღემ პანდემიის გავრცელებას ხელი შეუწყო, მეორე ტური საერთოდ აღარ ჩაატარეს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, საარჩევნო ადმინსიტრაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კენჭისყრის დღე იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. გარდა იმისა, რომ თავად ამომრჩეველი უნდა იყოს უსაფრთხოდ, ასევე მნიშვნელოვანია დაახლოებით 150 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობა (კომისიის წევრები, წარმომადგენლები, დამკვირვებლები) რომლებიც ამ საარჩევნო უბნებზე ტრიალებს“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.