საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს. ამ შინაარსის განცხადებით გერმანიის საელჩო საქართველოს მთავრობის პრორუსულად მოხსენიებაზე გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს.
„გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესისთვის, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქის თორნიკე კ.-ს მკვლელობას. ამ ინფორმაციაში გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება, რომელშიც საუბარია „პრორუსულ“ მთავრობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს.
საქართველო არის ევროკავშირისა და ნატოს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
მანამდე ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს იყო ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება.
დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეს ბრალის წაუყენა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. პროკურატურის მიერ გავრცელებულ რელიზში კი ეწერა, რომ „მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“.