ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს

რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია, საერთო სიების თუ მაჟორიტარების კუთხით, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მაჟორიტარებთან დაკავშირებით, განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია, საერთო სიების თუ მაჟორიტარების კუთხით, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს, მათ შორის, მაჟორიტარების ნაწილში. ეს ჩვენ გვიმარტივებს იმას, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ რვავე ოლქი თბილისში. ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილებაა და ძალიან მომგებიანია ეს ყველაფერი "ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებს ხვალ, 12:00 საათზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისში წარადგენს.