პორკეტა - ღორის ხორცის რულეტი

პორკეტა - ღორის ხორცის რულეტი

ინგრედიენტები

კამის თესლი - 1 ს.კ

როზმარინი - 2-3 ტოტი

ნივრის კბილი - 8-10

ღორის რბილი ხორცი - 2 -2.5 კგ

მარილი და პილპილი

ზეითუნის ზეთი

მომზადების წესები

დაგვჭირდება ღორის ან ბურვაკის ბეჭის ძვალგამოცლილი ნაწილი, აუცილებლად კანიანი.

ხორცს შიდა მხრიდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მსხვილად დაჭრილი ნივრის კბილები, კამის თესლი და ნედლი როზმარინის ფოთლები.

მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით, ძაფით შევკრათ, ზემოდანაც მოვაყაროთ მარილი და ზეითუნის ზეთი გადავუსვათ. დავდოთ ცხაურზე, რომელსაც ქვეშ წყლიან თუნუქის ფურცელს დავუდებთ . შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

1 საათის შემდეგ, წესით ხორცი მზად უნდა იყოს. ჩავურთოთ გრილის რეჟიმი და ყველა მხრიდან კარგად დავბრაწოთ.

პორკეტა მზადაა - წვნიანი ხორცით და ხრაშუნა კანით.