"მისგან სრულ იგნორს ვგრძნობ" - რით გააღიზიანა ვიქტორია ბექჰემი მეუღლემ?

რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა რომ დევიდ ბექჰემი კულინარიულ სატელევიზიო შოუზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა სულ მალე ვიხილოთ ნეტფლიქსზე. ამასთანავე, მას ახლო კონტაქტი აქვს გორდონ რემზისთანაც და შესაძლოა, ვარსკვლავებმა მაყურებელს ერთობლივი გადაცემაც შესთავაზონ.

თუმცაღა სიახლით ყველა მხარე არ არის კმაყოფილი, "ბოლო პერიოდი ბექჰემების ოჯახში განსაკუთრებით დაძაბულია. დევიდი მოხარულია სოლოპროექტის შექმნით, მაგრამ ვიქტორია თითქოს იდეის მიღმა დარჩა.

ის ვერ ხვდება, თუ რატომ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთად, წყვილის ამპლუაში განეხორციელებინათ," -აღნიშნავს ინსაიდერი Heatword-თან ინტერვიუში.