„ემის“ დაჯილდოების ცერემონია 20 სექტემბერს ჩატარდება და მას ჯიმი კიმელი წაიყვანს

„ემის“ დაჯილდოების ცერემონია 20 სექტემბერს ჩატარდება და მას ჯიმი კიმელი წაიყვანს

„ემის“ 72-ე ცერემონიას კომიკოსი ჯიმი კიმელი წაიყვანს. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება 20 სექტემბერს ჩატარდება, მისი პირდაპირი ტრანსლაცია კი ტელეკომპანია ABჩ-ის ეთერში გადაიცემა. ჯილდოს ნომინანტების სია 28 ივლისს გახდება ცნობილი. კიმელი ამ როლს უკვე მესამედ მოირგდბს. ის ცერემონიის წამყვანი 2012 და 2016 წლებში იყო.

შოუს ფორმატის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შესაძლოა მისი ნაწილი ონლაინ-ფორმატში ჩატარდეს.