კრისტენ სტიუარტი პრინცესა დიანას როლს შეასრულებს

კრისტენ სტიუარტი პრინცესა დიანას როლს შეასრულებს

ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანას განასახიერებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმი, სახელწოდებით „სპენსერი“ დაიანას ცხოვრების იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყვიტა. რეჟისორი პაბლო ლარაინი სურათს სტივენ ნაითის სცენარის მიხედვით გადაიღებს. „სპენსერის“ გადაღება მომავალ წელს დაიწყება.