გიორგი გახარია: 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი თუ ბევრი წელი, მთავარი არის ის, რომ შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა

გიორგი გახარია: 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი თუ ბევრი წელი, მთავარი არის ის, რომ შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა

კითხვები - ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, არ ისროდნენ, ეს ყველაფერი არის ჩემთვის პირადად არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს შსს-მ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო სამართალდამცავების მოვალეობა და მათ ეს გააკეთეს.

„უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ. რაღაცები მეხსიერებაში იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, არ ისროდნენ, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, ჩემთვის პირადად. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შსს-მ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“, - განაცხადა გახარიამ.