მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ქვეყანას შეეფერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონალდ ტუსკის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე უნდა იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ.
„არაერთხელ მითქვამს, რომ სააარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს სასამართლომ. ეს არის ჩემი კომენტარი“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისათვის, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: „შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ“.