დავით მათიკაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე: იგრძნობა ლობისტების ხელი, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა

დავით მათიკაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე: იგრძნობა ლობისტების ხელი, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა

იგრძნობა ლობისტების ხელი, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„იგრძნობა ლობისტების ხელი, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციის ანალიზი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც გადანაწილებულია ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლებას გააჩნია თავისი უშუალო მიმართულება და მასში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვერცერთი სხვა მხარე ვერ ჩაერევა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ევროპის სახალხო პარტია“ ელოდება, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ხმების მოსყიდვისგან, ამომრჩეველთა დაშინებისგან, ძალადობისთვის დაუსჯელობისგან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან თავისუფალი იქნება, როგორც ამის შესახებ წინა არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშში წარმოადგინეს“, - წერს ტუსკი.