ინფექციურში ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალოზე მძიმედ, დანარჩენების - საშუალოდ და მსუბუქად

ინფექციურში ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალოზე მძიმედ, დანარჩენების - საშუალოდ და მსუბუქად

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალოზე მძიმედ, დანარჩენების - საშუალოდ და მსუბუქად.

კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან ერთი, ინფექციურში გუშინ შეიყვანეს. გამოჯანმრთელდა კიდევ - 8.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 140 პაციენტი მკურნალობს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 893 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 731 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.