სპეციალისტების პროგნოზი: სექტემბრიდან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება!

სპეციალისტების პროგნოზი: სექტემბრიდან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება!

შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტალ­ღე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ე­ბას.

რა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მე­ო­რე ტალ­ღა?

იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ვა­რა­უ­დით, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტალ­ღა შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნეთს ისე მი­ე­ბას, რომ მათ შო­რის პა­უ­ზა არ იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­წე­სე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის ჩა­კეტვის სა­ჭი­რო­ე­ბას, კუ­ლუმ­ბე­გო­ვო­ვის თქმით, ასე­თი სცე­ნა­რი ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"შე­საძ­ლოა, პა­უ­ზა სა­ერ­თოდ არ იყოს პირ­ველ და მე­ო­რე ტალ­ღებს შო­რის, ალ­ბათ დუნე პირ­ვე­ლი ტალ­ღა იქ­ნე­ბა და შემ­დეგ რო­გორც სი­ნუსო­ი­და, რკა­ლი­სე­ბუ­რად მო­ი­მა­ტებს შემ­თხვე­ვე­ბი. შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც სახ­ლებ­ში შე­ვალთ, ნაკ­ლე­ბი გა­ნი­ა­ვე­ბა იქ­ნე­ბა, რო­გორც რეს­პი­რა­ტო­რულ ვირუ­სებს ახა­სი­ა­თებთ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გა­იზ­რდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ტი­პის ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის­თვის, მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ხე­ლახ­ლა შე­მო­ღე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 100 შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ ქა­ლა­ქე­ბის ჩა­კეტ­ვა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. ეს მინ­და ვთქვა ხაზ­გას­მით, ამ სა­კითხს მე სა­ერ­თოდ არ გან­ვი­ხი­ლავ" - განუცხადა "ამბებს" ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვმა.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე კი აღნიშნავს, რომ მარ­თა­ლია შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ზო­მი­ე­რი და ლო­გი­კუ­რია.

" სა­ნამ შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბო­და, ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, გვქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი ტალ­ღა მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვებ­მა მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა ეს არ არის ტრა­გი­კუ­ლი მა­ტე­ბა.

შე­მოდ­გო­მა­ზე რა სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ახლა ძნე­ლია. თუმ­ცა, მო­ლო­დი­ნი არის, რომ სექ­ტემ­ბრი­დან უფრო გახ­შირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი", - დასძინა მარინა ენდელაძემ.