წულუკიანი ნათელაშვილის წინააღმდეგ - ყველაზე შთამბეჭდავი მაჟორიტარული წყვილი წლევანდელ არჩევნებზე

წულუკიანი ნათელაშვილის წინააღმდეგ - ყველაზე შთამბეჭდავი მაჟორიტარული წყვილი წლევანდელ არჩევნებზე

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, მალე გამოაცხადებენ. მმართველი გუნდში აცხადებენ, ამაზე მსჯელობა ჯერ არც დაწყებულა. თუმცა, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის გეგმების გარკვეული დეტალები მედიაში მაინც ჟონავს.

„რეზონანსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება თბილისში, ნაძალადევში იქნება, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთიანი კანდიდატის სტატუსით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყრის კენჭს, ხოლო მმართველი პარტიიდან კი „ოცნების“ უცვლელ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანი, რომელმაც 2012 წელს ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში მაშინდელ ხელისუფლებას სწორედ ნაძალადევის რაიონში მოუგო.

როგორ დამთავრდება ნათელაშვილი-წულუკიანის სავარაუდო შერკინება ნაძალადევში - ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან ორივეს წონიანი პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევენ.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ნათელაშვილიც და წულუკიანიც ორივე გამოცდილი პოლიტიკოსია. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ დაპირისპირების შედეგის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს დუელი ამომრჩეველთა განწყობის წინასწარ განსაზღვრის თვალსაზრისით მეტა რთულ და სპეციფიურ უბანში - ნაძალადევში შედგება.

„ძალიან საინტერეოს თემაა და არჩევნებამდე აუცილებლად შევიძენ პოპკორნს და ვუყურებ ამ ორთაბრძოლას, თუ ასე იქნება.  რაც შეეხება მათი გამარჯვების შანსებს, მე ტოტალიზატორი არ ვარ, რომ წინასწარ განვსაზღვრო ვინ მოიგებს. „ისე, ნაძალადევის რაიონი სპეციფიური რაიონია და „ოცნებას“ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას თეა წულუკიანის კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

amo ხუხაშვილო შეეშვი რა ხალხის დაბოლების მცდელობას, მითუმეტეს რომ ხალხი პოლიტიკურად გაიზარდა და შენი ჭკუის დარიგება არავის აღარ სჭირდება.
4 წლის უკან