გოგა ხაინდრავა: რუსეთისადმი ლოიალურია სააკაშვილი, ვაშაძე, რომელიც მათი სპეცსამსახურების თანამშრომელია, თემურ ალასანია, ბურჯანაძე და ყველა, ვინც ამ ტერარიუმშია შეკრებილი

გოგა ხაინდრავა: რუსეთისადმი ლოიალურია სააკაშვილი, ვაშაძე, რომელიც მათი სპეცსამსახურების თანამშრომელია, თემურ ალასანია, ბურჯანაძე და ყველა, ვინც ამ ტერარიუმშია შეკრებილი

რუსეთისადმი ლოიალურია სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პირდაპირ თანამშრომელია მათი სპეცსამსახურების, თემურ ალასანია, ბურჯანაძე და ყველა, ვინც ამ ტერარიუმშია შეკრებილი - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ტერორისტული აქტი, ვის წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული, საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ეს საზოგადოებაში დაუცველობის განცდას იწვევს.

„ნებისმიერი ტერორისტული აქტი, ვის წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული, იწვევს ვნებათაღელვას, რადგან ეს საზოგადოებაში დაუცველობის განცდას იწვევს. როდესაც ხედავ, რომ შენ თვალწინ კლავენ ადამიანს, ეს შეკვეთილი მკვლელობაა და რომელიღაც ქვეყნიდან არის განხორციელებული, ბუნებრივია, ეს არის მღელვარების საწინდარია და მითუმეტეს, როდესაც ცნობილ ადამიანის წინააღმდეგ არის ეს ტერორისტული აქტი მიმართული“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.